ვაქცინაციის შემდეგ, ოჯახის წევრები პანდემიის განმავლობაში ერთმანეთს პირველად გადაეხვივნენ

დეტროიტში, ვაქცინაციის შემდეგ, ოჯახის წევრები პანდემიის განმავლობაში ერთმანეთს პირველად გადაეხვივნენ. მიჩიგანის შტატში, შვილიშვილები ბაბუსთან, ოთახში მას შემდეგ შევიდნენ, რაც კაცმა ვაქცინა გაიკეთა. ინფორმაცია ABCnews-მა გაავრცელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ასევე იხილეთ