ბონდო ქურდაძე: გუშინ ევროპის ერთ-ერთი ქალაქიდან ძებნილმა, ქართველმა ჟურნალისტმა წერილი მომწერა…

ჟურნალისტი ბონდო ქურდაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

გუშინ, ევროპის ერთი ქალაქიდან, ძებნილმა ჟურნალისტმა, წერილი მომწერა და მთხოვა, გამომეჩინა კოლოგიალობა, და მისი სათქმელი, პრეზიდენტამდე მიმეტანა, პირადი არხებით: ჩემო ბონდო,
მოგესალმები და ჯანმრთელობას, ბედნიერებას გისურვებ.
დიდხანს ვიფიქრე, მომეწერა თუ არა ის, რასაც ახლა გწერ. იქნებ ვცდები, ან არც იყო საჭირო. მაგრამ, როგორღაც დავიღალე, თითქოს სულიერად გამოვიფიტე და მაინც გადავწყვიტე, მომეწერა.
ბონდო,
გიგა ბოკერიას, ან სხვა ბობოლა „ნაცებისა” თუ „ევრო-ნაცების” სისხლით ბიძაშვილიც რომ ვიყო, ამ წერილს მაინც შენ მოგწერდი, რადგან იმად არ მიღირს ჩემი სიცოცხლე, რომ თავისუფლების სანაცვლოდ, სამშობლო კედელთან მივაყენო და მსოფლიოში ჩემი უცოდველობა ვამტკიცო…
არა, არ მიცხოვრია არც ოქრუაშვილივით და არც უგულავასავით, არც ქალის პამპერსებით მივაჭრია და არც 48 მილიონი მომიპარავს ქვეყნისთვის… თუმცა, მეც დამნაშვე ვარ, ვერ ვუზრუნველვყავი კონტრაქტით აღებული პირობა, ვერ ჩავიყვანე საკმაოდ ნიჭიერი ანსამბლი, ვიზებზე უარის თქმის გამო, ევრო-ფესტივალზე და ვერც აღებული ავია-ბილეთებისა, საფესტივალო და დაჯავშნული სასტუმროს ხარჯები სრულად და დროულად ვერ ავუნაზღაურე ანსამბლის ხელმძღვანელობას… დავიწყე, ნაწილი კიდეც დავაბრუნე, მაგრამ მიზეზთა გამო, ეს პროცესი დროში გამეწელა. გადაუხდელი დამრჩა 7 ათასი ევრო. თავს არ ვიმართლებ, ხელშეკრულებას და ნაკისრ ვალდებულებებს შესრულება უნდა. კარგად მიცნობ და იცი, როგორ მაწუხებს ეს ამბავი… თუმცა, ჩემი წარსული ცხოვრებით, არც უცხო ქვეყნის ქუჩებში და არც ქართულ ციხეში სიკვდილს ვიმსახურებ. ახალგაზრდა რომ ვიყო, გეფიცები, დავბრუნდებოდი საქართველოში და მართლმსაჯულებაც დაისვენებდა და მეც. მაგრამ, სამწუხაროდ, აღარც ძალა მერჩის ძველებურად და არც ჯანმრთელობა, შეიძლება ციხის კარამდეც ვერ მივაღწიო… ციხე… ამის წარმოდგენაც კი მზარავს… უსახსრობის გამო, 4 წელიწადია, დღეგამოშვებით ვმშიმშილობ… შიმშილს კიდევ გაუძლებს კაცი, მაგრამ იმაზე ფიქრმა, რომ არ მაქვს სამშობლოში თავისუფლად დაბრუნების უფლება, და სიცოხლის ბოლომდე შეიძლება ვეღარც ვიხილო საქართველო, ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, თითქმის ბოლო მომიღო. მძინავს და შინ ვარ, გამომეღვიძება და უსასტიკეს რეალობაში ვარ და ცხოვრება მენგრევა…
ბონდო,
ვიცი, შენი გაგჭირვებია, მითხრეს ავადმყოფობ, სამშობლოშიც ვეღარ ბრუნდები, შენი პლეხანოვის სახლი თიბისი ბანკს წარმატებით გაუყიდავს… ეზოს შესასვლელს აღარც ლამაზად გაფორმებული აბრა ამშვენესო – „შანსი“. იმ დღეს, შენმა ძმაკაცმა, თამაზ ჭეიშვილმა იხუმრა, შემოდგომაზე მოვა ხაზარაძე ხელისუფლებაში და ყველას დაუბრუნებს ჩამორთმეულ ბინებს, სახლებს, ან გაყიდული ბინების ფულს აუნაზღაურებსო და საფრანგეთიდან ბონდოც დაგვიბრუნდებაო. ხაზარაძე საარჩევნოდ ჭიკჭიკებს ასე, თორემ ქონის გულისთვის, რწყილს გაატყავებს თქო, მივწერე…
გადაგღალე. მოკლედ, რა მინდა გთხოვო, ჩემო ძმაო, ადვოკატმა, ჟურნალისტების ხელმოწერებით, შეწყალების თაობაზე წერილი შეიტანა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში. როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიის გამო, სადღაც მიიკარგა. გიგზავნი წერილის ჩაბარების ასლს, იქნებ შეძლო და შენი პირადი არხებით ქალბატონ სალომეს ან მის გარემოცვას მიაწოდო, გაეცნოს უბრალოდ და როგორც საჭიროდ ჩათვლის, ისე გადაწყვიტოს…
გავიგე კინოფესტივალზე შენი ბიჭის ლონდონური წარმატებები, კარგი დესპანი გაგიზრდია საქართველოსთვის…
არ დამავიწყდება შენი პარიზული მასპინძლობა, არც ის შენი ცრემლი, ჩემი თანმხლები ქართული ანსამბლის სიმღერამ მოგადინა თვალზე. ჩვენ პარიზში ვიყავით, სიმღერა კი იყო თბილისზე…
მადლობა და ნახვამდის.
თბილისში შეხვედრის იმედით…
P. S. შევწუხდი შენი მდგომარეობით, ჩემო ამირან… გულწრფელად გეტყვი, ქალბატონ სალომესთან, პირდაპირ კონტაქტზე არ მიმიწვდება ხელი, ასეც რომ იყოს, მხოლოდ ქვეყნის საკითხზე თუ შევაწუხებდი საქართველოს პრეზიდენტს, მაპატიე, საკუთარ შვილზეც ვერ ვთხოვ ვერაფერს… ორივეს, ნოდარ ტაბიძის სკოლა გვაქვს გავლილი, როგორც დიდმა მაესტრომ გვასწავლა, პირდაპირ, საჯაროდ ვაცნობებ შენს გზავნილსა და სატკივარს, ფეისფუქზეც გავუზიარებ, თუ ღმერთმა ინება და ნახა, მერწმუნე, უყურადრებოდ არ დაგტოვებს, მე და შენ… რას გადაწყვეტს, ეს უკვე მისი კომპეტეციაა… დავაზუსტებ, ჩემი ბინა ხაზარაძის ბანკს არ გაუყიდავს, ნუ დავუმატებთ, ეყოფა თავის ცოდვებიც…
ძმური სიყვარულით…
პარიზი. 04.06.2020.“, წერს ბონდო ქურდაძე.

Bondo Kurdadze-ს ფოტო.
Bondo Kurdadze-ს ფოტო.
Bondo Kurdadze-ს ფოტო.
Bondo Kurdadze-ს ფოტო.
Bondo Kurdadze-ს ფოტო.
ასევე იხილეთ