“გავლენიანებს ყველაფერი ეპატიებათ, უბრალოები მთლად ტყუილად შეიძლება დაიჭირონ“

დღეს, 16 მარტს, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ამბავს გამოეხმაურა უფლებათადამცველი, ბაია პატარაია და აღნიშნა, რომ „გავლენიანებს ყველაფერი ეპატიებათ.

„მარტო წელიწადნახევარი აქვს რეალური პატიმრობა მკვლელობის მცდელობისთვის.

ჩვენ ვიცავთ ქალს, რომელსაც ქმარმა შვილის ცემა დააბრალა და იცით რამდენი წლით ზის? – 4 წლით.

ნუ, ეს ქალი უფულოა და იქეთ ნაცემი და მსხვერპლი, ვერავინ ჩაუწყო საქმე, პირიქით, სულ მთლად ტყუილადაც ჩასვეს.

მოკლედ, ორმაგი სტანდარტების ქვეყანაა რა: გავლენიანებს ყველაფერი ეპატიებათ, უბრალოები მთლად ტყუილად შეიძლება დაიჭირონ“,- წერს პატარაია.

ასევე იხილეთ