“კირჩხიბების დამახასიათებელი ნაკლი მაქვს“

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბევრ საკითხზე ისაუბრა გულწრფელად.

ერთ-ერთი შეკითხვა, რასაც უპასუხა იყო ის, თუ რა არ მოსწონდა და რა აღიზიანებდა საკუთარ თავში. როგორც ანუკი ამბობს, თუ რაიმეზე გაბრაზებულია, წყენას დიდხანს იტოვებს, ადრესატს კი ამას წლების შემდეგ ეუბნება:

„ბევრი ნაკლი მაქვს, თუმცა ყველაზე მეტად, რაც ჩემს თავში მაღიზიანებს, განპირობებულია იმით, რომ ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ. კირჩხიბების დამახასიათებელი ნაკლი მაქვს – შეიძლება რაღაც მეწყინოს და გითხრა 4 წლის მერე. შეიძლება, იმ მომენტში არ გითხრა და ასე ვატარო. ვთვლი, რომ არ არის ეს სწორი და ძალიან ცუდი თვისებაა“,- ამბობს ანუკი.

ასევე იხილეთ