ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ვერტმფრენიდან ზღვაში გადახტა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პოლ გასკოინი არ უარყოფს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას, მაგრამ აგრძელებს აქტიურ ცხოვრებას. ორი დღის წინ, ინგლისელი ვერტმფრენიდან ღია ზღვაში გადახტა. საქმე ისაა, რომ გასკოინი მონაწილეობს რეალითი-შოუს – „დარჩი ცოცხალის“ იტალიურ ვერსიაში. ამისთვის პოლს ჰონდურასში გამგზავრება მოუხდა.

შოუში ცნობილი ადამიანები მონაწილეობენ. გასკოინმა გამოაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მთლიან საპრიზო თანხას (100 ათასი ევრო) გადარიცხავს საქველმოქმედო ფონდში, რომელიც მისი 22 წლის ნათესავის სახელს ატარებს. ის ნარკოტიკის ზედმეტი დოზისგან გარდაიცვალა. ფონდი ეხმარება ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს.

ასევე იხილეთ