ბასილაშვილის გერმანელი საცოლე ქართულს სწავლობს

საქარველოს პირველი ჩოგნის ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე შარლოტა ჰელენია, რომელიც ასევე ჩოგბურთელია და რამდენიმე თვეა საქართველოში ცხოვრობს.

ახლახან მან სთორიში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის ქართულ ენას სწავლობს.

ცნობილია, რომ ნიკოლოზმა ჰელენი ოჯახის წევრებს უკვე გააცნო.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს სახელით მსოფლიო ასპარეზზე უკვე რამდენიმე წელია ჩანს და მისი ცხოვრება განხილვის საგნად მას შემდეგ მოექცა, რაც სპორტსმენი ყოფილ ცოლთან, ნეკა დოროყაშვილთან სკანდალში გაეხვა. აღნიშნული სკანდალი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ასევე იხილეთ