“ყველაზე დიდი ზიანი იმ 9 წელმა სწორედ სახელმწიფოს საფუძვლების განვითარებას მიაყენა”

მეცნიერი ლია მელიქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“ზუსტად მაშინ დაიქცა საქართველოს მომავალი, როდესაც ჩვენი, მსოფლიოში ცნობილი სკოლები, ერთ დღეში გაანადგურეს. მეცნიერების გარეშე არცერთი ქვეყანა არ აშენებულა. დღეს კი მეცნიერებას საქართველოში უკანასკნელი ადგილი უკავია ან სულაც იგნორირებულია. დღეს ამის აღდგენა შეუძლებელია. წავიდა ის თაობა რომელიც მომავალ სპეციალისტებს გამოზრდის. ყველაზე დიდი ზიანი იმ 9 წელმა სწორედ სახელმწიფოს საფუძვლების განვითარებას მიაყენა. დღეს სწორედ ამიტომ ვტრიალებთ ერთ წრეზე და ისევ ერთ წერტილზე ვდგევართ. ამიტომ ელოდეთ 200 წელი სანამ ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება საქართველო. ანუ მან ეს გზა თეორიებზე დაყრდნობით კი არა სტიქიურად უნდა გაიაროს. ასეა ეს. და საქმე ისაა რომ არავის ესმის ჩვენი ხმა.”-წერს მელიქიშვილი.

ასევე იხილეთ