“მსგავსი რამ ბოლო დრომდე საქართველოში სრულიად მიუღებელი იყო და ძნელად თუ სადმე ნახავთ, გარდა რუსეთისა”

ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ერთმანეთის საჯაროდ გინება და ბილწსიტყვაობით გულის მოოხება მხოლოდ ღირსებისგან დაცლილ საზოგადოებას ახასიათებს, სადაც შეურაცხყოფას ფასი აღარ აქვს და სადაც ყველაფერი მოსულა. მსგავსი რამ ბოლო დრომდე საქართველოში სრულიად მიუღებელი იყო და სხვაგანაც, ძნელად თუ სადმე ნახავთ, გარდა რუსეთისა, სადაც “ვოდკით” გატყვრომა და უშვერი “მატი” ყოველდღიური ყოფითი კულტურის განუყოფელი ნაწილია. ცალკეა შესასწავლი, რამ გამოიწვია, რომ ქართული ტელე და ფეისბუკ სივრცის თვალსაჩინო წარმომადგენლები ასეთი დაჟინებით ამკვიდრებენ რუსული ყრუ სოფლისთვის დამახასიათებელ სიმყრალის ესთეტიკას?! მხოლოდ კალცის ნაკლებობის ბრალი არ უნდა იყოს.” – წერს მაღლაფერიძე

ასევე იხილეთ