99 წლის ბრიტანელი პანდემიასთან მებრძოლი ექიმების დასახმარებლად ცეკვავს

ყოფილი პროფესიონალი მოცეკვავე დინკი ფლაუერსი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანიას აწარმოებს. ამის შესახებ Fox News-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 7 მაისს დინკი 100 წლის გახდება. თავის დაბადების დღემდე ფლაუერსი კვირაში სამჯერ ცეკვავს და ვარჯიშობს. მას იმედი აქვს, რომ ასე მისი ექიმების მხარდამჭერი კამპანია საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება და მედპერსონალის დასახმარებლად მეტი თანხა შეგროვდება.

რამდენიმე დღის წინ ფლაუერსმა BBC-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ ასაკს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მუშაობას კი იმიტომ აგრძელებს, რომ თავისი საქმე უყვარს.

რამდენიმე დღის წინ ფლაუერსმა BBC-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ ასაკს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მუშაობას კი იმიტომ აგრძელებს, რომ თავისი საქმე უყვარს.

ასევე იხილეთ