“მიხარია და ამ სიტყვებს ხშირად ვიმეორებ, რიჩი სახლშია”

რამდენიმე დღის წინ დაკარგული ძაღლის პატრონის, თემურ მახარაძის ემოციური მიმართვა გავრცელდა, სადაც ის ძაღლის დაბრუნებას ითხოვდა.

რიჩის ძიებაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული. დღეს ძაღლი პატრონს დაუბრუნდა და, როგორც თემურ მახარაძე აღნიშნავს, რიჩი თავს კარგად გრძნობს:
“მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. მიხარია და ამ სიტყვებს ხშირად ვიმეორებ, რიჩი სახლშიაააა. მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, მგონი – მთელი საქართველო, ცხოველთმოყვარული თუ არამოყვარული, ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა (მათ შორის, ბევრი 5-6 წლის), ყველა ფეხზე დავდექით და მივაწვდინეთ ხმა იქ, სადაც ჩემი ბიჭი მემალებოდა.
ვიცი, ყველას გაინტერესებთ, ამიტომ შევეცდები, მოკლედ გითხრათ.
რიჩი ვიპოვეთ ჩემს სახლთან ახლოს, სადაც მისი ძებნის დროს სხვა დროსაც კი შევდიოდით, მაგრამ…. მადლობა იმ ადამიანს, ვისაც შეეცოდა რიჩი უცხო გარემოსთვის და დააბრუნა, არ ვარკვევ, ვინ არის, მთავარია, რომ რიჩი ჯანმრთელია, სუფთა, ნაჭამი, ამიტომ, მადლობის გარდა ვერაფერს ვეტყვი.
არის ცოტა შეშინებული, დასტრესილი, მაგრამ ამ ყველაფერს გადავლახავთ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs – ს ბათუმის მე-3 განყოფილებას.
TV 25-სა და მის ჟურნალისტებს, გადაცემა სხვა შუადღე / Skhva Shuadge-ს, ბათუმის მიუსაფარ ცხოველთა დედას Теона Куршубадзе-ს.
ხვალ დილით მე და რიჩიკო გამოვიძინებთ და შუადღით წავალთ ჩვენს ვეტერინართან.
მადლობა, მადლობა, მადლობა ყველას”, – წერს თემურ მახარაძე.

ასევე იხილეთ