“ძალიან მინდა დრო დავაბრუნო, გადავარჩინო…”

ცნობილი სოპრანო ნინო სურგულაძე, სოციალურ ქსელში ბიძასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, მასთან ერთად გატარებულ პერიოდზე სტატუსს წერს და იხსენებს, თუ როგორ დაკარგა 30 წლის წინ საყვარელი ადამიანი.

„18 აპრილი აღარ მიყვარს, აი უკვე 30 წელია… დათო ბიძია, დედაჩემის ძმა ( დათუნია). ადამიანი რომელმაც დიდი სიყვარული დატოვა ჩემსა და ყველა იმ ადამიანის გულში ვინც მას იცნობდა. უცებ და ძალიან მტკივნეულად წავიდა… ერთ კვირაში გაქრა… ამბობენ ღმერთს თავისთან საუკეთესოები მიყავსო… მთელი ეს 30 წელია კვლავინდებურად მოუშუშებელია ტკივილი და ასევე მძაფრად ვგრძნობ მის სითბოს, სიყვარულს… მახსოვს მისი იუმორი, მოფერება, კეთილი ღიმილი.. ხელში რომ ამიტაცებდა და დამატარებდა ოთახიდან ოთახში… ჩვენი საუბრები, ძალიან ბევრი რამ… დიდი გულშემატკივარი იყო მუდამ და მეგობარი.

ბოლოს უკვე შეუძლოდ იყო. მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლები გვქონდა მიუზიკლ „ნამცეცა“ სი სადაც მერცხლის პარტიას ვასრულებდი, 13 წლის ვიყავი …( დავით ანდღულაძის დადგმა) მაინც მოვიდა და დაესწრო… უხაროდა ძალიან…. გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ზვიად გამსახურდიამ კულტურის დარგში მრჩევლად დამიშნა…წესიერი მამის შვილია და ვიცი გაამართლებსო…. მაგრამ მალევე გარდაიცვალა… ვიცი ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა, რომ ეცოცხლა… რომ დასცლოდა..

….არასოდეს დამავიწყდება „დათუნია“ ადამიანი, რომელმაც ამდენი სინათლე და სიყვარული დატოვა… ძალიან მინდა დრო დავაბრუნო, გადავარჩინო… მაგრამ ეს ხომ შეუძლებლია… მახსოვს, მიყვარს და მეყვარება მუდამ… მადლობა რომ იყავი ჩვენთან, მიყვარხარ!
დათო ჟღენტი 1946-1991 “ – წერს სურგულაძე.