“ქართველების მასიურ გადაშენებაზე მუშაობს ეს კაბიანი გებელსი”

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი ლობჟანიძე ტელეკომპანია ,,იმედის” გადაცემა  „პრაიმშოუს“ შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ის თინა თოფურიას ანტივაქსერულ გამოსვლას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ქალბატონი საქართველოში დავიწყებულ დაავადებებს აბრუნებს.

“ღმერთო, ეს რა ვნახე!
თინა თოფურია დაუსვიათ ეთერში და მის მავნებლურ ლოგორეას ატირაჟებენ!
ქალი მთელი ცხოვრება ვაქცინაციას ებრძვის, რომ თავისი ჰომეოპათიური სისულელეები გაასაღოს და ჯიბე გაისქელოს, ამისთვის დავიწყებული დაავადებები შემოაბრუნა საქართველოში, რამდენი ბავშვი გაწირა და ამ ფონზე უსირცხვილოდ გამოაცხადა, ისე ველოდი ვაქცინის გამოჩენას და არსად წერია, უშვილობას რომ არ იწვევს!
ანუ რა დონის მზაკვრობაა, ხვდებით ხომ, ეს რომ მოუთმენლად ელოდა ვაქცინას(!) და მერე ისეთი არგუმენტი მოყავს, რომლის გაბათილებაც, ამ ეტაპზე, უბრალოდ შეუძლებელია!

ქართველების მასიურ გადაშენებაზე მუშაობს ეს კაბიანი გებელსი და ტვ ეთერს უთმობს ვაქცინაციისადმი ისედაც ტოტალური ნიჰილიზმის ფონზე!

ასე ჩვენ ვერასდროს დავამარცხებთ პანდემიას და ვინც გადაურჩება ამ უბედურებას, ტვ-ებს უნდა მოუწყოს სასამართლო პროცესი! თოფურიას რა ენაღვლება, აიყოლა სექტა და აიწყო ბიზნესი!
ეს და ქეთინო-მაუგლი შემიწირავენ მე!”- წერს ქეთი ლობჟანიძე.