ყველაზე უჩვეულო ქორწილი ინდოეთში – კოვიდინფიცირებული მამაკაცი საკუთარ რჩეულზე დაქორწინდა

ინდოეთში შექმნილი უმძიმესი ეპიდსიტუაციის და მასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო ბევრი წყვილი გახდა იძულებული, დაქორწინების გეგმები შეეცვალა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, კორონავირუსის დადასტურების მიუხედავად, მადია პრადეშში მცხოვრები მამაკაცი საკუთარ რჩეულზე მაინც დაქორწინდა – ცერემონიას ისევე, როგორც წყვილი, ყველა სხვა პირი სპეციალური აღჭურვილობით დაესრო

ქორწილის ამსახველი ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება.

ცერემონია ადგილობრივი ადმინისტრაციის თანხმობით ჩატარდა მას შემდეგ, რაც 19 აპრილს ნეფეს კორონავირუსი დაუდგინდა. ქორწილს ოჯახის წევრები და პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.