„მე იმ ერთ-ერთი ექიმთაგანი ვარ, რომელმაც ვერც პასქა დააცხო, ვერც კვერცხები შეღება, ვერც ლიტანიობაზე წავიდა…“

სოციალურ ქსელში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის, ფიქრია შიომღდვლიშვილის პოსტი ვრცელდება, რომელიც მედპერსონალის გადატვირთულ გრაფიკს და საქმის ერთგულებას ეხება. 

ექიმის ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მე იმ ერთ-ერთი ექიმთაგანი ვარ, რომელმაც ვერც პასქა დააცხო, ვერც კვერცხები შეღება, ვერც ლიტანიობაზე წავიდა… აღდგომასაც, ისევე როგორც შობას, როგორც ახალ წელს, როგორც ნებისმიერ სხვა დღესასწაულს ვერ შეხვდა ოჯახთან ერთად, იმიტომ რომ სხვები შეხვდნენ სახლში ცოცხლები და ჯანმრთელები ყოველ ახალ დღეს…
ქრისტე აღსდგა…

პირველ რიგში ყველა ჩემს მორიგე კოლეგას ვულოცავ. მე და თქვენ ვიცით, რომ სწორედ უფალმა გვარგუნა მკურნალის მისია და ღმერთმა პირნათლად შეგვასრულებინოს ცხოვრების ბოლომდე.

შემდეგ ყველას, ვისაც ეს დღესასწაული მთელი მისი სიდიადით გესმით და გეძვირფასებათ. უფალმა ცეცხლის გარდამოსვლით კიდევ ერთი შანსი მოგვცა და გონიერად გამოგვეყენებინოს ეს შანსი საკუთარი სულის გადასარჩენად“.