“იმის მაგივრად, ქორწილის სუფრას ვრთავდე, შენი საფლავის მოვლის საშინელება მხვდა წილად”

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, სოციალურ ქსელში წერს:

თამარობას გილოცავ დე! ჩემო სიცოცხლით დაუტკბობელო შვილო. შენ დედოფლობა დაგმშვენდებოდა მაგრამ ვინ გაცალა? ბოროტმა ძალებმა წამართვეს შენი თავი. იმის მაგივრად, ქორწილის სუფრას ვრთავდე, შენი საფლავის მოვლის საშინელება მხვდა წილად. როდემდე უნდა მტანჯავდეს უშენობა და უსამართლობა”.