“ჟურნალისტებო, ნუ მოგვითხრობთ დმანისის ამბებზე, როგორც ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებაზე”

როზეტა გუჯეჯიანი ჟურნალისტებს მიმართავს.

“ჟურნალისტებო, ნუ მოგვითხრობთ დმანისის ამბებზე, როგორც ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებაზე. ნუ იყენებთ ეთნიკურ ტერმინს “აზერბაიჯანელს” და ნურც ქართველთა ერთი ჯგუფის ეთნოგრაფიულ სახელს აკონკრეტებთ. პრობლემა ყოფითია და, იმედია, სამართალდამცავები მოაწესრიგებენ. ახლობელს რომ ახლობელი დაუდგა მხარში, ესაა სახეზე და არა ეთნიკური შუღლი. მეორეც, ეთნიკურად არაქართველი, ეროვნებით (თანამედროვე დეფინიცია ამ სიტყვისა) ქართველია, გახსოვდეთ ეს! მესამეც, კეთილი ინებეთ და ქართველებს, კონკრეტულად კი სვანებს, ჩასახლებულებად ნუ მოიხსენიებთ. ჩაიხედეთ ისტორიის წიგნებში და თვალი შეავლეთ მსოფლიო სამართალს: ქართველი თავის მიწა-წყალზე არსად არაა არც ”ჩასახლებული” და არც მიგრანტი. ის მკვიდრია! მეოთხეც, თუ ეს უწიგნურობით მოგდით, კიდევ მოგეტევებათ, მაგრამ თუ მიზანმიმართულად ცდილობთ ყოფითი პრობლემის გადაკვალიფიცირებას ეთნიკურ პრობლემად, ასეთ შემთხვევაში თქვენ ხართ პროვოკატორები და მეხუთე კოლონა.”