ჯანმოს დირექტორი: ვაქცინების ნაციონალიზება ჯერ კიდევ უკან გვხევს

„ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა ვაქცინებსა და სამედიცინო პროდუქტებზე“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი და ამ კუთხით, ყურადღებას აფრიკის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებს უსვამს ხაზს.

„ამ დრომდე, აფრიკაში მხოლოდ კორონავირუსის მხოლოდ 25 მილიონი დოზა ვაქცინაა მობილიზებული, რაც მთელი მსოფლიოსთვის მიწოდებული რაოდენობის 1.5%-ია. ეს ტრაგიკულია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გარკვეულ წინსვლას ვხედავთ, ქვეყნების გარკვეული რაოდენობისთვის ვაქცინების სამართლიანი განაწილების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ვაქცინების ნაციონალიზება ჯერ კიდევ უკან გვხევს. ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ სხვა ვაქცინებსა და სამედიცინო პროდუქტებზე“ – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.