საკვებისგან შექმნილმა სამოსმა და აქსესუარებმა დიზაინერს პოპულარობა მოუტანა

ფრანგ მხატვარსა და დიზაინერს საკვებისგან შექმნილმა აქსესუარებმა და სამოსმა სოციალურ ქსელში პოპულარობა მოუტანა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

დიზაინერი გაბ ბოისი Instagram-ზე რეგულარულად ავრცელებს თავისი ქმნილებების ფოტოებს. ხელნაკეთი მოდელების წყალობით, ის სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა. დიზაინერის Instagram გვერდის ხელმომწერთა რაოდენობა 555 ათასამდე გაიზარდა.