“თავიდანვე საუბრობდა 2 ენაზე, 3 ქვეყანაში ცხოვრობდა“

 ანა დოლიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, მისი შვილი 14 წლის გახდა.

„დაიბადა ბრუკლინში. თავიდანვე საუბრობდა ორ ენაზე. 8 თვის იყო რომ იფრინა პირველად და იმის მერე სამ ქვეყანაში ცხოვრობდა. აქვს ოქროს გული, ჰყავს ბევრი მეგობარი, წამში ითვლის რამდენია 928392+20389201 და გიჟდება ფეხბურთზე.

კაკაბა 14 წლის გახდა დღეს. მაგრად იყოს ჩვენთან ერთად“,– წერს დოლიძე.