ამის გამო სამი კონცერტიდან ვარ მოხსნილი – რა შეემთხვათ ნინი ბადურაშვილსა და ანრი ჯოხაძეს

ნინი ბადურაშვილი „ინსტაგრამ სთორიში“ ანრი ჯოხაძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ იმდენად  ბევრს დადის მანქანით და ხშირად შეჰქმნია ამის გამო პრობლემები.

„ამდენს, რამდენსაც ჩვენ დავდივართ, ვინ დადის კიდევ?“ – ამბობს ნინი.

„მე ვეჭვობ, წლის ბოლოს მაწანწალების დაფას შექმნიან და მე და შენ პირველები ვიქნებით გამოკრულები“-პასუხობს ანრი.

ნინის თქმით, გზის არევის გამო, კარიერაში პრობლემები შეექმნა და დაახლოებით სამი კონცერტიდან მოხსნეს.

„ახლაც აერია გზა და სად ვართ კაციშვილმა არ იცის“,- ამბობს ის.