“ყველა ხვდება, თუ სინამდვილეში რასთანაც გვაქვს საქმე, ყველაფერი ჰუმანისტური შეფუთვით მოგვეწოდება”

ჟურნალისტი ხათუნა საგინაშვილი თბილისში დაგეგმილ ე.წ ღირსების მარშთან დაკავშირებით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას:

“ყველა ხვდება, თუ სინამდვილეში რასთანაც გვაქვს საქმე: არის კონკრეტულ რიცხვებში გამოხატული უცხოური დაფინანსება, კონკრეტული მიზანი – გარყვნან ახალგაზრდობა და ძალიან კონკრეტული პოზიცია-ოპოზიცია მონა პოლიტიკოსები, რომლებიც უცხოელებს კი არა, ეშმას მიყიდიან სულს, ოღონდ პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილონ.

ყველაფერი კი ჰუმანისტური შეფუთვით მოგვეწოდება – ეწ “სოდომელების თვითგამოხატვის უფლებით.” მაგრამ გინდაც დროებით გვერდზე გადავდოთ ამ ყველაფრის მორალური მხარე, მათივე “ჰუმანიზმით” უნდა ავახიოთ ამათ სახე:

თვითგამოხატვის უფლებასთან ერთად არსებობს საზოგადოებრივი წესრიგის ცნება და ვინმე მესაყვირეს ღამის სამ საათზე რომ მოუნდეს “თვითგამოხატვა” მჭიდროდ დასახლებულ კვარტალში მშვიდობიანი მოსახლეობის ძილის ხარჯზე, მას აუცილებლად ქეჩოში წაავლებენ ხელს და წაათრევენ კონკრეტულ დაწესებულებაში; რადგან ამ შემთხვევაში ეწ მესაყვირის თვითგამოხატვის უფლებაზე აღმატებული მოსახლეობის მშვიდობიანი ძილისა და მოსვენების უფლებაა.

ჰოდა, როცა “ნაგლად” ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ უცხოეთიდან კარგად დაფინანსებულ წითეკალგოტკიან კაცუნებს ეწ თვითგამოხატვის უფლება აქვთ ტრადიციული უმრავლესობის პროტესის ფონზე, ეს სხვა არაფერია, თუ არა გათახსირებული უმცირესობის დიქტატურის დამყარების მცდელობა ტრადიციულ უმრავლესობაზე.

არა საზოგადოებირივი წესრიგის საფუძვლების მოშლას!
არა ცოდვის პროპაგანდას!
არა გათახსირების დიქტატს საქართველოში!”-წერს ხათუნა საგინაშვილი.