“სანაპიროზე დამსვენებელი ქვიშამ “შთანთქა“

დიდ ბრიტანეთში, კორნუოლის ერთ-ერთ სანაპიროზე, 18 წლის ბიჭი, სანაპიროზე, ქვიშის თხრამ იმდენად შეიყოლია, რომ, საბოლოოდ, დამსვენებლებისა და მაშველების გადასარჩენი გახდა.

როგორც Sky News-ი წერს, ბიჭი, ქვიშაში გათხრილი ორმოდან ამოყვანის შემდეგ, ექიმებმა შეამოწმეს და მხოლოდ მას შემდეგ მისცეს სახლში წასვლის უფლება, რაც დარწმუნდნენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ ქვიშის თხრა საფრთხისშემცველია, რადგან მასა არამდგრადია და შესაძლოა, ადამიანი თან ჩაიყოლოს.