“კაცმა უნდა იძალადოს, უნდა იჩხუბოს, იყვიროს, აბა რისი კაცია“ – რას წერს პეტრე კოლხი

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ წლების წინ გაიცნო ქალი, რომელმაც მას უთხრა, თუ როგორ ძალადობდა მასზე მეუღლე.

„წლების წინ ქალბატონი გავიცანი, ვისაუბრეთ… თავის ამბავს მოყვა…
როგორ ძალადობდა მასზე ქმარი, როგორ სცემდა, აგინებდა, ავიწროვენდა… გავაპროტესტე, არ შეიძლება, ასე დაინგრევით, მეთქი…

ეწყინა… რას ამბობთ, კაცმა უნდა იძალადოს, უნდა იჩხუბოს, იგინოს, იყვიროს, აბა რისი კაცია, ეს ნორმა არის, უბრალოდ ზედმეტი მოუვიდაო!..
არაფერი, ისე!..,-“ წერს პეტრე კოლხი.