როგორ ატარებენ ზაფხულის ცხელ დღეებს ლელა წურწუმია და მისი მეუღლე

მომღერალი ლელა წურწუმია და მისი მეუღლე, მამულიჩა სოციალურ ქსელში ზაფხულის ცხელ დღეებში გადაღებულ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებენ. 

„ეს არის ქალბატონი, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა პროფესიონალად, ელეგანტური, ნიჭიერი, პოზიტიური და თავისი საქმის მცოდნე”, „დაბნეული ვარ. უფრო და უფრო ჯეილდები გენაცვალე”,- უწერენ ინსტაგრამზე ლელას გამომწერები.კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველად გახდა ბაბუა – ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას პატარა ალექსანდრე შეეძინათ. ამის შემდეგ ლელასა და
მამულიჩას ცხოვრებაში მთავარი გმირი სწორედ შვილიშვილი გახდა.