“გადაეცით, რომ სექსი ნამცხვრის ჭამას არც სიამოვნებით ჩამოუვარდება და არც სარგებლიანობით”

ბაია პატარაია ტელეწამყვან თეა გვასალიას პოსტს გამოეხმაურა, სადაც გვასალია ამბობდა, რომ ქალების შეუპოვარი მცდელობა, იყვნენ უფრო სასიამოვნო, მიმზიდველი და ეგზოტიკური, სულაც არაა მისაბაძი. მან ჯენიფერ ლოპესისა და ბენაფლეკის ხელახლა წამოწყებული რომანი მოიშველია და თქვა, რომ მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი ქალი ყოფილ პარტნიორს დაუბრუნდა. გვასალიამ აფლეკის აღწერისას გამოიყენა ისეთი სიტყვები, როგორიცაა “ლოთი” და “ღიპიანი”.

“თეა გვასალიას გადაეცით, რომ სექსი ნამცხვრის ჭამას არც სიამოვნებით ჩამოუვარდება და არც სარგებლიანობით. და მაინც შეახსენეთ, რომ ქალები მართლა კაცებისთვის კი არ შეუქმნია ღმერთს…

ქალები თვითკმარი არსებები ვართ და ჩვენი ლამაზი ტანები პირველ რიგში ჩვენივე გულის და თვალის გასახარად გვინდა. და მერე შესაძლოა კაცების აზრითაც დავინტერესდეთ ჩვენზე, ან შეიძლება არც”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.