„გამომეხმაურეთ, თქვენ მოიგეთ საგზური…“

მსახიობი, ია ფარულავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა და ბევრი გამოხმაურებაც მოჰყვა.

როგორც ჩანს, იამ ერთ-ერთი კომენტარით მეტად იხალისა და ავტორს ქალაქ უჰანის ლაბორატორიის საგზური შესთავაზა, რა თქმა უნდა ხუმრობით.
„გამარჯვებული კომენტარი ჩემი აცრის ვიდეოზე: „ისა და შპრიცს დააკვირდით კარგად ცარიელია და არ დამიწყოთ იმის მტკიცება რომ შიგნით არის ვაქცინა. მიდით დააკვირდით…“

ქალბატონო XX გამომეხმაურეთ თქვენ მოიგეთ საგზური უჰანის ლაბორატორიაში“,- წერს ფარულავა.