ლელა წურ­წუ­მი­ას გადაეცით, რომ ომის და­წყე­ბის უმ­ძი­მეს თა­რიღს ასეთ ტაშ­ფან­დურს არ ამ­თხვე­ვენ”

მომღერალმა ლელა წურწუმიამ სოციალურ ქსელში ბათუმში გამართული კონცერტის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. მიუხედავად იმისა რომ, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ციის კა­ტას­ტრო­ფის ზღვარ­ზეა მომღერალმა ბათუმში სოლო კონცერტი გამართა.

„ეს დარბაისელი ლელა რამ გადარია ამ პანდემიის დროს??? ღმერთო შენ გვიშველე!”, „ამ კონ­ცერ­ტე­ბი­დან რომ ჩა­მოხ­ვალთ და იწუ­წუ­ნებთ ნი­ღაბ­ზე, ად­გი­ლებ­ზე კლი­ნი­კა­ში, უმუ­შევ­რო­ბა­ზე, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა­ზე, თითს გა­იშ­ვერთ სხვის­კენ კარ­გად გა­იხ­სე­ნეთ ეს ქცე­ვა! სირ­ცხვი­ლია, სირ­ცხვი­ლია, ლელა წურ­წუ­მია, ყვე­ლა ექიმ­თან, ყვე­ლა ექთან­თან და სტუ­დენ­ტთან ვინც თქვენს გამო ამ დღის გამო და­მა­ტე­ბით უნდა ამო­ი­ხუ­თოს სკა­ფან­დრში! ნული პა­ტი­ვის­ცე­მა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, იმის სიმ­ტკი­ცე არ გა­გაჩ­ნი­ათ, რომ უბ­რა­ლოდ აკ­რძა­ლოთ!“, – წერენ სოციალურ ქსელში.

„კო­მენ­ტა­რებ­შიც და­ვუ­წე­რე, მაგ­რამ ლელა წურ­წუ­მი­ას ისე­დაც გა­და­ე­ცით, რომ ომის და­წყე­ბის უმ­ძი­მეს თა­რიღს ასეთ ტაშ­ფან­დურს არ ამ­თხვე­ვენ. ელე­მენ­ტა­რუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მის ამ­ბა­ვია. კო­ვიდ­ზე, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ფეხ­ზე და­კი­დე­ბა­სა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ. მერე გა­მოვ­ლენ და „არ­ტიშ­ტებს უმ­ჯი­მე­სი პე­რი­ო­დი გვაქ­ვსო” იტყვი­ან…“,- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.