ბაბი კირკიტაძე შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ენერგიული, საყვარელი და მუდამ ხალისიანი ბაბი კირკიტაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებს.

მუდმივად ისმის კითხვები მისი პირადი ცხოვრების შესახებაც, რაზედაც მომღერალი აქამდე არასდროს საუბრობდა, თუმცა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ მან თქვა, რომ შეყვარებულია.

მას შემდეგ ინტერესი ბაბი კირკიტაძის პირადი ცხოვრების შესახებ გაორმაგდა, თუმცა მომღერალი ამ თემას არასდროს ეხებოდა.

დღეს კი შეყვარებულთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო „ინსტაგრამსთორიში“ პირველად გამოაქვეყნა. თუმცა, ვინ არის და რას საქმიანობს მომღერლის რჩეული, უცნობია.