„დიდება შენდა, ღმერთო და დიდება მეცნიერებას-მეთქი, ვთქვი და ავიცერი!..“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ რელიგიითაც და მეცნიერების რწმენითაც ადამიანს შეუძლია, თანაბრად ისარგებლოს.

გთავაზობთ მის პოსტს:

„მეცნიერება მეტხანს და უკეთ სიცოცხლეს ჰპირდება ადამიანებს, დღესვე, რელიგია უკვდავებას და სრულ უვნებობას, გადავადებით. ჰოდა, სანამ არ მიხვდება ბევრი, რომ შეუძლია, ორივე რწმენით ერთდროულად ისარგებლოს, მანამდე არც ერთ გზას არ ადგას, რადგან მეცნიერება ადამიანის ერთგულებისა და სიყვარულის გარეშე არავის გამოადგება და რწმენა ადამიანის მიმართ ნდობის გარეშე აკვიატებაა და არა სულიერება. დიდება შენდა, ღმერთო და დიდება მეცნიერებას-მეთქი, ვთქვი და ავიცერი (დღეს კი არა, გავიდა უკვე გამოსაცდელი დრო). სხვებისთვის არ ვამბობ ამას, ჩემს ამბავს გიყვებით…“