“რა უნდა ვუთხრათ მის 2 წლის შვილს რომ გაიზრდება და შეგვეკითხება, რა ჩავიდინეთ?”

ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებული, ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა. მძიმე მდგომარეობის გამო ორსულობის მე-7 თვეზე აუცილებელი გახდა საკეისრო კვეთის ჩატარება, რის შედეგადაც ნაყოფი გადარჩა. ჩვილი, სავარაუდოდ, ინფიცირებული არ არის.

ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„დღეს, ისე როგორც არასდროს ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!!!!!!! რატომ გგონიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ცხოვრება ამ გოგოს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანია? იქნებ რამდენი თქვენგანის სიცოცხლე გადაერჩინა წლების შემდეგ… რა უნდა ვუთხრათ მის 2 წლის შვილს რომ გაიზრდება და შეგვეკითხება, რა ჩავიდინეთ? 21-ე საუკუნეში აცრის შეგვეშინდაო? პირბადე არ გავიკეთეთო?! ბალიზე წასასვლელად ხომ კარგად იცრებით?! სად ხარ დედაეკლესიავ, რატომ არ დადგები ფეხზე ისე, როგორც შენ ქვეყანას ეს ახლა სჭირდება!!!! რატომ ღირს ჯიპიანი მამაოების სათავისოდ შემობრუნებული ქადაგება ამ გოგოს სიცოცხლეზე მეტი?! როგორ დაგტანჯეთ იესო, წამება ხომ არ გაკმარეთ და ახლა ყველა ჩვენ შეცდომას, ყველას გაუკეთებელ საქმეს შენ გთხოვთ-ღმერთო მიშველეო! სიკვდილსაც შენ გაბრალებთ – უფალს თავისთან უნდა კარგებიო… როდის გავცხოველდით ასე?!”, – წერს მაიკო დემურიშვილი.