“ფაიზერს ვერ დაელოდა… ასეთი განსაცდელი მომივლინა ღმერთმა”-გამოსამშვიდობებელი პოსტი მეუღლეს

კორონავირუსით გარდაცვლილ გიორგი სულაკაძეს, მისი მეუღლე თიკო ბაშარული სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ პოსტს უძღვნის.

დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა ეს პოსტი თუ არა… ჩემმა გიორგიმ გადაწყვიტა დალოდებოდა „ფაიზერს…“ ჰოდა, ვერ დაელოდა ჩემი ცხოვრების ენით აღუწერელი სიყვარული – … და ასეთი განსაცდელი მომივლინა ღმერთმა – მთელი ცხოვრება სატანჯველად…“- წერს ბაშარული.

იურისტი გიორგი სულაკაძე რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის მსხვერპლი გახდა.