კენდალ ჯენერის და დევინ ბუკერის იტალიური არდადეგები (ფოტოები)

ზაფხულის სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა სელებრითების უმეტესი ნაწილისთვის ნამდვილი საზაფხულო არდადეგები სწორედ ახლა იწყება.

რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავი კენდალ ჯენერი მეგობარ მამაკაცთან Phoenix Suns-ის წამყვან მოთამაშესთან, 24 წლის კალათბურთელ დევინ ბუკერთან ერთად იტალიაში, პოზიტანოში ისვენებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს 2020 წლის აპრილიდან ხვდება, მათი საერთო დებიუტი სოციალურ მედიაში კი ვალენტინობის დღესასწაულზე შედგა.