“ძალიან ბევრი ღამე გამითენებია მუშაობაში, მეც კი, დავფიქრდი დღეს ვინ შემოვხაზო”

სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“უბრალოდ მაინტერესებს მიხეილ ამაშუკელი რატომ არ არის სიაში?
რომელს გაუკეთებია ამ ბიჭზე მეტი ან რომელი იდგა იქ, სადაც იდგა ეს ბიჭი ბევრი წლის მანძილზე?
რა დამსახურებით შეირჩა სია?
რეებს აკეთებთ ხალხნო?
მეც კი, რომელიც 10 წლის მანძილზე არა მარტო ხმას ვაძლევდი ოცნებას, არამედ ვიდექი წინა ხაზზე და ძალიან ბევრი ღამე გამითენებია მუშაობაში, მეც კი, დავფიქრდი დღეს ვინ შემოვხაზო.
მთელი გულით ვამბობ, რომ მეტირება(
მენანება ჩემი შრომა, ენერგია რაც ჩავდე ვიღაცეების სკამებში წამოპლაკვაზე((
დღეს არათუ ვფიქრობ დავეხმარო თუ არა ვინმეს, არამედ უკვე იმასაც ვფიქრობ ვინ შემოვხაზო(
ბოდიშით მაგრამ მართლა შოკი მაქვს და მართლა მეტირება((
რა თქმა უნდა მყავს ჩემი ფავორიტები, სიაში ორი ადამიანი და მაჟორიტარ კანდიდატებში სამი, მათთვის გავაკეთებ ყველაფერს და ყველაზე ვთხოვ ჩემს დიდ სანაცნობო სამეგობროს რომ დაუჭირონ მხარი!”-წერს გამრეკელი