“ბევრმა ადამიანმა ჩაუარა და არავის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ…” – რა მოხდა ვაჟა ფშაველაზე

ვაჟა ფშაველას გამზირზე ძლიერი ქარის გამო ურნა გადაყირავდა, რომელიც ვოლტისა და გლოვოს კურიერებმა გაასწორეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.

„ვაჟა ფშაველას გამზირზე დღეს ეს ნაგვის ურნა იყო გადმოყირავებული. ბევრმა ადამიანმა ჩაუარა და არავის ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ გაჩერდა wolt-ის კურიერი, გააჩერა Glovo-ს კურიერმაც და ერთად გაასწორეს ურნა. მეტი ასეთი ადამიანია საჭირო, რომ შეიცვალოს ჩვენი ქალაქი უკეთესობისკენ. პ.ს. სურათი ბოლოსკენ არის გადაღებული”,- წერია ფოტოს აღწერაში.