ხათუნა ჟორდანია, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა კახა კალაძეს შეხვდა

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს უამრავი, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც უჭერენ მხარს. 

რამდენიმე დღის წინ, კახა კალაძის მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე არაერთი ცნობილი სახე იმყოფებოდა, მათ შორის იყო მომღერალი ხათუნა ჟორდანია, რომელმაც რამდენიმე წლიანი ბრძოლის შემდეგ, სიმსივნე დაამარცხა. 

ხათუნა ჟორდანიასთან ერთად კლუბის გახსნას ესწრებოდა მისი მეუღლე ზურა ხაჩიძე და ქალიშვილი ნინი ქარსელაძე. ფოტო სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძემ გამოაქვეყნა.