“ამ თოხიანმა ბიჭმა ბავშვს თავი მოაკვლევინა, მთელი ოჯახი გაანადგურა…”

ვიკა ბუკიამ ფეისბუქში დაწერა:

“წინა სეზონში ბაქარმა როგორ გაანადგურა ოჯახი ხომ გახსოვთ? აი, ამ სეზონში ეს “ვითომც არაფერი” რა კარგად ჩანს.
რა საშიში და შემზარავია ეს “ვითომც არაფერი”.
ვითომც არაფერი მომხდარა. ჩადის სოფელში, უჭირავს თოხი, არჩევნებში იღებს მონაწილეობას. დგას თოხით ხელში და მზადაა მთელ სოფელს დაეხმაროს, ოცნებები აუსრულოს.
მაგალითად, ვინც პირველად უყურა გუშინდელ სერიას, ვერც მიხვდება, რომ ამ თოხიანმა ბიჭმა ბავშვს თავი მოაკვლევინა, მთელი ოჯახი გაანადგურა.
მაგრამ ეს ყველაფერი არქივია. ახლა კი ეს ხდება:
სოფელი, მზე, ეზოში გაშლილი სუფრა, ბავშვები, იმედით სავსე მეზობლები.
აი, ეს გვჭირს ახლა ჩვენ.
ეს “ვითომც არაფერი”.