“ეძახეთ ახლა “სამტრედიელო” ჰააჰაა! თქვე უდონოებო, აგკენწლეს?!”

ეძახეთ ახლა “სამტრედიელო” ჰააჰაა! თქვე უდონოებო, აგკენწლეს?!”- ასე პასუხობს მანჩო გიორგობიანი კახა კალაძის მოწინააღმდეგეებს და სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, რომელშიც თბილისის მოქმედ მერსა და მერობის კანდიდატ კახა კალაძეს  ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები მხარდაჭერას უცხადებენ.

“თან, იმაზე მეცინება, განსაკუთრებით ისეთები იჩემებენ ამ “თფილыსელობას” , ვის ოჯახსაც სამი თაობა არ უცხოვრია ამ ქალაქში და საქმე საქმეზე თუ მიდგა, არც ითვლება თბილისელად (მე ასე ამიხსნეს ამ ქალაქის საუკეთესო თაობის წარმომადგენლებმა, ჩემი მოგონილი არ არის ეს დათქმა ).. ერთია “თბილისელი” და მეორეა “ქალაქის კოლორიტი” – ამ სახელით შეუმკიათ ახალგადმოსული ადამიანებიც , ვინც გულში ჩაიკრა და ჩაიხუტა ამ თბილმა ქალაქმა, ეს წოდება პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა და ვალდებულებებია , რასაც ღირსეულად შესრულება უნდა …
მკვეხარებს არც შესისხლხორცებული აქვთ აქაური წესები, არც კაცობა , თან ტყემალზე არიან რას ნიშნავს “ქალაქის კოლორიტი” “ქალაქელი” და ა.შ… თორემ ეცოდინებოდათ ,ყველაზე უკანასკნელია, რაც შეიძლება საკუთარ თავს აკადრო და “თბილისელო” -“სოფლელო” – ს თემით იტრიპაჩო , ამის მეტი სათქმელი თუ არ გაქვს თან , 21-ე საუკუნეში ?!

მხედველობაში მყავს მერობის რამდენიმე პრეტენდენტი, გამოდგებიან და რომ არც არავინ ეკითხება ისე იწყებენ ტრაბახს ამ “თფილისელობით” , კაარგით რა, კარგით რა , ჯერ რას წარმოადგენთ ამ ქალაქისთვის – საკითხავი აი, ეს არის და მერე კიდევ, მეტი ბაქი-ბუქი ვერაფერი მოიგონეთ?!..

ისე, ცნობისთვის, დიმიტრი ყიფიანი სოფლიდან ჩამოვიდა, მაგრამ ლეგენდარული ქალაქისთავი იყო , ნეტავ ყველა ეგეთი “სოფლელი” გვყავდეს”– წერს მანჩო გიორგობიანი.