“ნაცებო, წადით ჩვენი ცხოვრებიდან! ნუ გაგვაწამეთ ხალხი ამდენი ხანია”

მკვლელების და ქურდების დრო უნდა დამთავრდეს.  ამისთვის არსებობს ბევრი სხვა პოლიტიკური ძალა, რომელსაც არა აქვს ამხელა დანაშაულები ჩადენილი! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მწერალი ირაკლი კაკაბაძე. მისი თქმით, მოსახლეობამ უნდა გაიაზროს რომ არ უნდა ჩაეფლოს მტრობის და დაპირისპირების მორევში და იმ ისტერიკას არ უნდა აჰყვეს, რომელსაც ნაცისტების პარტია აგორებს.რეფერენდუმის წინ ჩვენმა ქვეყანამ კარგად უნდა გაიაზროს რომ არ უნდა ჩაეფლოს მტრობის და დაპირისპირების მორევში და იმ ისტერიკას არ უნდა აჰყვეს, რომელსაც ნაცისტების პარტია აგორებს. დავიღალეთ უკვე ამ მიშა-გრიშას დიქოტომიით!  სანდრო გირგვლიანის მკვლელების პატრონმა უნდა აგოს პასუხი მის დანაშაულებებზე!  ქართველმა ხალხმა ხმა უნდა მისცეს არა-ნაცისტურ და არა-ფაშისტურ ოპოზიციას – ნამდვილ ოპოზიციას და არა სააკაშვილი-დამნაშავის პარტიას, რომელიც აუცილებლად გაიმეორებს იგვე დანაშაულებს, რაც უკვე აქვს ჩადენილი!

დღეს აღარ არის დრო გუშინწინდელი დღის დამნაშავეების მობრუნებისა! ქვეყანაში არ შეიძლება დაბრუნდეს ისევ ‘დაიჭირეთ და გააუპატიურეთ და მოკალით ყველა, ვისაც მე არ მოვწონვარ’!  ქვეყანა უნდა წავიდეს წინ.  მკვლელების და ქურდების დრო უნდა დამთავრდეს.  ამისთვის არსებობს ბევრი სხვა პოლიტიკური ძალა, რომელსაც არა აქვს ამხელა დანაშაულები ჩადენილი! საქართველოში არსებობს სუფთა პოლიტიკური ძალები – ახალი თაობა – ქართველი ხალხი არ არის ტოტალიტარული რეჟიმების ღირსი!  

საქართველოში უნდა მოვიდეს ახალი დრო – დრო მშვიდობიანი აღმშენებლობისა – დრო კონსტრუქციული პოლიტიკისა და არა ნაციზმისა, რასიზმისა, ქსენოფობიისა და ტოტალიტარიზმისა.  კოალიცია უნდა ყვეს ისეთი რომელიც იქნება მინუს ნაცისტები, ფაშისტები და დამნაშავეები.  

ნაცებო, წადით ჩვენი ცხოვრებიდან! ნუ გაგვაწამეთ ხალხი ამდენი ხანია.  თქვენ ხართ მოქალაქეთა კავშირის ნაბიჭვრები! სანდროს და ბევრი სხვის მკვლელმა უნდა მოიხადოს სასჯელი.  და ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ახალი მომავალი! და გაუმარჯოს მშვიდობას და სოლიდარობას! – წერს ირაკლი კაკაბაძე.