“მურმან, შე იღლიაგამომპალო, მე ხომ გახსოვარ?”

ამ არარაობამ, აჭარის სირცხვილმა, ბატონმა ,,ძირმაგარამ” სააკაშვილს ბოდიში მოუხადა იმაზე, რაც 2012 წელს მოხდა. ბოდიში, მიშა, ბებიაჩემისა ვჭამეო.
ისაო… როგორ წარმოვიდგენდი, ვინმე ტარიელ ღარიბაშვილის შვილი თუ ქვეყნის პირველი პირი გახდებოდაო.”– წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი, მურმან დუმბაძეზე.

“მურმან, შე იღლიაგამომპალო, მე ხომ გახსოვარ? მეც მახსოვხარ, 2012 წლის არჩევნებამდე ,,ქართული ოცნების” ოფისში რომ იყავი ,,პოლის” ჯოხივით აყუდებული, თან ირაკლი ტარიელის ძე ღარიბაშვილის კაბინეტთან.
ჰო, დიახ, შე ამორტიზებულო არსებავ, ,,კაპიტალკაც” რომ აღარ გშველის, ტარიელ ღარიბაშვილის შვილს ემუდარებოდი, სიაში ჩამსვიო, აჭარას ავაყვავებო. მერე წილებში ჩაჯდომა რომ მოინდომე, გამოგაპანღურეს და წახვედი ე.წ. ოპოზიციაში.

მურმან, შე ეკალო, გახსოვს, ბიძინა ივანიშვილის დანახვისას როგორ აეკვრებოდი ხოლმე კედელზე ,,შპალერივით”?!
და რა… ტარიელ ღარიბაშვილი რატომ არის ,,ვინმე” და შენ, პოლიტთაღლითი რატომ ხარ ,,ფიგურა”?!

მურმან, ბოდიში შენ კი არა, ამ ხელისუფლებას აქვს მოსახდელი, საპარლამენტო სიაში რომ ჩაგსვა და 2016 წლამდე გაბლატავა. სამწუხაროდ, შენნაირი თაღლითები ბევრნი აღმოჩნდნენ. მახსოვს, როგორი ტალახი და მტვრის კორიანტელი გქონდათ დაყენებული ,,ოცნების” ოფისის კართან! ღმერთო, დალოცე საქართველო მოღალატეების გარეშე!”– წერს გელა ზედელაშვილი.