“მამიდა“ მანქანით სამშენებლო კომპანიის ოფისში შევარდა (ფოტოები)

გამოცემა „ფორტუნასთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ სასტუმროების მფლობელი, როენა ხუცურაული, იგივე „მამიდა“ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.

ის თავისი წითელი მანქანით სამშენებლო კომპანია „მეგობრობის“ ოფისში შევარდა.

როგორც ჩანს, კარგად ვერ განსაზღვრა, სად მიდიოდა და შემთხვევით, ოფისის შესასვლელს დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩალეწილია მინა, პატრული კი ადგილზე მივიდა და როენა ხუცურაული დააჯარიმა.