“ჩემი მზეთუნახავის გამოხსნისთვის ამ ოქროს ბიჭებს დიდი მადლობა!”

საინფორმაციო სააგენტო “კვირას” დამფუძნებელი ქეთი ხოსიტაშვილი პოსტს აქვეყნებს.

“სპეცოპერაცია – “ელენეს გათავისუფლება” წარმატებულად დასრულდა!
მანამდე კი, ყველა გვანერვიულა და თავდაყირა დაგვაყენა 🤸🤸‍♀️🤸‍♂️
ისტორია ასეთია:
რამდენიმე დღე ავად ვიყავი, ამ საღამოს გარეთ პირველად გავედი, სახლში ელენე და ბობი იყვნენ, გარე რკინის კარი დაკეტილი იყო ურდულით, ჰოდა აბაზანაში შევიდა და ჩაიკეტა. კიდევ კარგი ტელეფონი თან ჰქონდა! თითქმის 2 საათი გამოკეტილი იყო. თავიდან ვიფიქრე, გააღებდა როგორღაც. ბოლოს მივხვდი, მარტო ვერაფერს გავხდებოდი და 112-ში დავრეკე. მოქანდა ეს სამი ვაჟკაცი, ზედა მე-11 სართულიდან მეათეზე თოკებით ჩამოვიდნენ და ჩემი მზეთუნახავი გაათავისუფლეს <3
მოკლედ, ბოლო სერიაში ყველა ბედნიერია )) თავგადასავლებსაც ვერ ავცდი. ელენე კი ნამდვილად ჩემი შვილია – სულ რაღაც ისტორიებშია გახლართული და ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი სიმშვიდეს ინარჩუნებს <3
რაც, მთავარია, ჩემი მზეთუნახავის გამოხსნისთვის ამ ოქროს ბიჭებს დიდი მადლობა! <3 მაშველებს მართლაც ყველაზე ღირსეული, საამაყო და ვაჟკაცური პროფესია აქვთ და სულ მეიმედებიან <3”