“საცხოვრებელი კორპუსების მაგივრად ერთი დიდი ფსიქიატრიული კლინიკა ააშენეთ!..“

თამარ ივერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ეს ბიზნესმენები და მშენებლები ვეღარ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამდენი საცხოვრებელი კორპუსების აშენებით, რესტორნების თუ სხვადასხვა კომპანიის დაარსებით, 100 წელი იმხელა მოგებას ვერ ნახავენ, როგორც ერთი მამაპაპური, რესპუბლიკური საავადმყოფოს მასშტაბის, კარგად გარემონტებული, ლუქსუს პირობებიანი ფსიქიატრიული კლინიკის, ე.წ. „საგიჟის“ აშენებით!! ძალიან დიდ მადლს იზამთ და კონკურენციაც არ გექნებათ!

მერწმუნეთ, ყველა რესტორანზე და კორპუსზე ბევრად დიდ ფინანსურ მოგებას მოგიტანთ ქვეყანაში ამდენი ნაპოლეონების, ჩერჩილების,ზვიად გასახურდიების, მერაბ კოსტავების, ნოე ჟორდანიების, ილია ჭავჭავაძეების, მარია კალასების, ლუჩანო პავაროტების, მარგარეტ ტეტჩერების, დავით აღმაშენებლების, მეფე ერეკლეების, ჟანა დ’არკების, ფ.დ.რუზველტების, ერნესტ ჰემინგუეების, ფედერიკო ფელინების, პიკასოების, ივერიის გამბრწყინებლების თუ დამაქცევრების ა.შ. მკურნალობა!!

შემდგომ უკვე, თანამედროვე „ავლიპიც“ ადვილად მოიძებნება. მთავარია, დაინტერესება იყოს.

მახსოვს, ჩვენი დიდი მაესტრო ნოდარ ანდღულაძე ხუმრობდა ხოლმე: „კაცი რომ იტყვის ,ნაპოლეონი ვარ -საგიჟეში მიჰყავთ და რომ იტყვის, ენრიკო კარუზო ვარ -ჩემთან მოჰყავთო“.

პ.ს. აქ სახუმარო არაფერია… ქვეყანას ცენტრში ერთი ფსიქიატრიული არ გააჩნია… თითქოს საჭიროება არ არსებობდეს. ამიტომ მოგვიმრავლდნენ ეს გამსახურდიები, ჭავჭავაძეები, მარგალიტა ჩერჩეტები და  დავით „დაღმამშენებლები“.