“გამოვსწორდები, ოღონდ შენ გული ნუ გეტკინება”

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ფაილოძე სოციალურ ქსელში მოსწავლისგან მიღებულ ბარათს აქვეყნებს.

მოსწავლეს, რომლის ვინაობასაც ნინო ფაილოძე არ ასაჯაროებს, ეტყობა ძალიან უყვარს თავისი სკოლა და დირექტორი. იგი ჰპირდება, რომ ოღონდ  გული ნუ ეტკინება “მსოფლიოში ყველაზე ყოჩაღ დირექტორს” და გამოსწორდება.