შონ კონერი მდიდრულ ვილას ყიდის

ნიცაში გასაყიდად გამოიტანეს მდიდრული ვილა, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავი შონ კონერი ცხოვრობდა. უძრავი ქონება 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ვილის ფართობი 1 000 კვადრატული მეტრია. აქვს აუზი, რომლის ფართობიც 5 ათასი კვადრატული მეტრია.

მდიდრულ სახლს აქვს 8 საძინებელი, სპა და სპორტული დარბაზი. ასევე სათავსო, სადაც ჭურჭელი ინახება. ინტერიერი არტ-დეკოს სტილშია შესრულებული. ვილაში ლიფტია, რომელსაც აქვს ლითონის კორპუსი და მისი ინტერიერი ყვავილებითაა გაფორმებული.