“კაცი, რომელიც სიგიჟემდე შეყვარებული იყო საქართველოზე და ქართველზე”

ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პატარკაციშვილს იხსენებს.

 “დღეს ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა! კაცი, რომელიც სიგიჟემდე შეყვარებული იყო საქართველოზე და ქართველზე.

იყო ძალიან მაგარი მეგობარი, ეს სიყვარული პირველივე შეხვედრიდან დავინახე და ვიგრძენი.

თბილისში დაბადებულმა ბადრიმ მოახერხა ის, რომ გახდა მსოფლიო მაშტაბის კაცი და ყველას სიყვარულით, გულწრფელად დაანახა ქართველი კაცის ხასიათი. მის ქველმოქმედებაზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ეს ისედაც ყველამ იცის და ეს სიაც უზომოდ ბევრია.

ეხმარებოდა ყველა გაჭირვებულს, სნეულს და უნარშეზღუდულს. მას არც დედა ეკლესია გამორჩენია და გვერდში ედგა მის უწმინდესობას ჩვენი გაბნეული სიწმინდეების დასაბრუნებლად.

“ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
შენი ვარ შენთვის მოვკვდები შენზედვე მგლოვიარეო” – წერს ხაჩიძე სოციალურ ქსელში.