“ზურა, გამარჯობა, რა ხდება გამაგებინე” – კურიოზი პირდაპირ ეთერში

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, რომელიც ქუთაისში რამდენიმე ტელეკომპანიას პოლიტიკურ საკითხებზე ინტერვიუს აძლევდა, მოულოდნელად მოქალაქე გამოელაპარაკა.

“ზურა, გამარჯობა, როგორ ხარ? რა ხდება ერთი, გამაგებინე…  რა გვეშველება”,– მიმართა ქალბატონმა ჯაფარიძეს.