“წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ დაიბადა და წლების მერე ასე უეცრად გადამეყარა“

ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძე მეუღლეს, არჩილ სოლოღაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.

“ზუსტად ვიცი წარმოუდგენლად გამიმართლა, რომ დაიბადა და წლების მერე ასე უეცრად გადამეყარა. ყოველი ბედნიერი წამი მისი დამსახურებაა. წარმოუდგენლად აფერადებს ჩემ ცხოვრებას… მინდა, რომ მთელ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი იყოს!

 

თამამად ვიღებ მოლოცვებს, მას კი შეგიძლიათ ჩემი გაძლება უსურვოთ.

გილოცავ უბედნიერესი და უჯანმრთელესი უნდა გვყავდე მთელი ცხოვრება მე და სანის”, – წერს ნუცა ქავთარაძე ფეისბუქში.

ცნობისთვის, წარმატებული მსახიობისა და ტელეწამყვანის ქორწინება უკვე რვა წელს ითვლის. არჩილ სოლოღაშვილსა და ნუცა ქავთარაძეს ვაჟი, ალექსანდრე ჰყავთ, რომელიც გაზაფხულზე დაიბადა.