“ყველა მარტოხელა ქალი ძლიერია და სულაც არაა საჭირო გვერდით მამაკაცი იმისთვის, რომ ჩვენ თავში დარწმუნებულები ვიყოთ…“

მომღერალი ივანა მელაი საქართველოშია. ის ამერიკიდან იმისთვის ჩამოვიდა, რომ აქ ვიდეორგოლები დაამზადოს იმ ჯგუფთან ერთად, რომელთანაც წლებია თანამშრომლობს და მათ ენდობა.

ივანა მელაი fortuna.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს:

„ამჯერად საქართველოში ჩამოვედი ჩემი საყვარელი ადამიანების სანახავად და ახალი ვიდეოკლიპების გადასაღებად, აქ არაჩვეულებრივი გუნდი მყავს,  ოპერატორი სანდრო დარახველიძე, სტილისტი მარიამ გუგუშვილი, ვიდეოს პროდიუსერი თათია ტაბუცაძე, ანა თოდუა, ბესარიონი, ჩემი საყვარელი დიზაინერი ლადო ბოკუჩავა, მათთან ერთად 5 არაჩვეულებრივი ვიზუალი შევქმენით ვიდე რგოლებისთვის.

სიმღერები ამერიკაშია ჩაწერილი, კერძოდ ჩიკაგოში. კოვიდის დროს არც ერთი წამი არ გავჩერებულვარ სულ ვმუშაობდი ახალ სიმღერებზე ჩემს პროდიუსერთან ერთად.

ვფიქრობ, მუსიკა თერაპიაა და ძალიან მეხმარება. სიმღერა “big bad wolf”, რომელიც ამერიკაში ჩავწერე, ქალების სიძლიერეზეა. ყველა მარტოხელა ქალი ძლიერია და სულაც არაა საჭირო გვერდით მამაკაცი იმისთვის, რომ ჩვენ თავში დარწმუნებულები ვიყოთ.

ამ სიმღერასაც ყველა დამოუკიდებელ ქალს ვუძღვნი”.