“თურმე იქვე გლდანში ადიან როენასთან და მე სად მომტეხონ, იმას ბჭობენ…”

დინა მირცხულავამ ფეისბუქში დაწერა:

“თექვსმეტი – ჩვიდმეტი წლისა ვარ რა და ბედობას ნათესავთან წავედით თბილისში…
ამ ჩემს ნათესავს მაგარი ბიჭი ჰყავს, გამოსული ტიპია, საძმო და საძმაკაცო რუზრუზებს სახლში.
კარგა შეზარხოშდნენ და ეხლაო, ქალაქში გავიაროთო…
სოფლელი ბალღი ვარ და ეს ქალაქი მაგრა მაინტერესებს.
– მეც მოვდივარ თქო – წამოვხტი.
მამიდამ კურტკა მომაწოდა, დეიდამ ქუდი დამაფარა, ბიცოლამ გოზინაყი შემიხვია სალფეთქში….
ამ ბიჭის ცოლმა, რა კარგია რო მიყვები, მთვრალები არიან და სად წაბოდიალდებოდნენ, უნდა მენერვიულაო)*
გავედით სახლიდან.
ოთხნი არიან და მე ვარ მარტო გოგო.
თურმე იქვე გლდანში ადიან როენასთან, რა ქალაქი, რი ქალაქი, რა ატამი და რი ატმი კურკა ?!
მთელი გზა ბჭობდნენ, მე სად დავეტოვებინეთ
ბოლოს ქეთი გაახსენდათ, ბავშვობის მეგობარი და იმასთან მიკრეს თავი…
თან ფულები მაჩუქეს, რო არსად არაფერი მეთქვა….
ე, იმის მერე სუ მოტეხილი ვარ, ყველა კაი პონტიდან და სიტუაციიდან. ……
ბედობა იყო და დამებედა….