“თანახმა ხარ, რომ ცხოვრების ბოლომდე გამიძლო?”

მსახიობმა ლაშა გურგენიძემ საყვარელ ქალს ხელი “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალში, პირდაპირ ეთერში სთხოვა.

“ცამდე მიყვარხარ, თანახმა ხარ, რომ ცხოვრების ბოლომდე გამიძლო?-მიმართა ლაშამ მომავალ მეუღლეს და სასურველი თანხმობა პირდაპირ ეთერშივე მიიღო.

ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცნობისთვის, ლაშა გურგენიძის რჩეული დიზაინერი თაკო მჭედლიშვილია.